02:20 - 26 Jul, 2026
|
2022-04-08 22:49:16, 1208 ნახვა
პოლიტიკა
ბუჩაში კაცობრიობა გათელეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
მნიშვნელოვანი იყო ჩემი ვიზიტის დაწყება ბუჩადან იმიტომ, რომ ბუჩაში ჩვენი კაცობრიობა გათელეს - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც უკრაინაში ვიზიტი სწორედ ბუჩადან დაიწყო. "ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი არის ის, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ მთელი სიმკაცრით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. დღეს მე ვარ კიევში, რათა გითხრათ, რომ ევროპა თქვენს მხარესაა" თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი უკრაინის დედაქალაქში ამჟამად პრეზიდენტ ზელენსკის ხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)