02:18 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 13:36:27, 1310 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - კაცობა და ღირსება ნიკა მელიას ძლიერი მხარე არ არის

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

მისი თქმით, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარეა, სინამდვილეში კი სააკაშვილის ხელის ბიჭია.

„ზოგადად, ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე ნაკლებად საუბრობენ. მაქსიმალურად თავს შევიკავებ კომენტარისგან. თუმცა, მოკლედ მაინც ვიტყოდი, რომ მელიას არ ესმის ერთი რამ, როდესაც წააგებ უნდა გეყოს ღირსება და გამარჯვებულ კონკურენტს უნდა მიულოცო. თუმცა, კაცობა და ღირსება მისი ძლიერი მხარე არ არის. ეს ბევრ რამეში დადასტურდა. მაგალითად ის, რომ იგი დღეს წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ თავმჯდომარეს, სააკაშვილის ხელის ბიჭია. წაგებული კაცები მუშტებს აღარ იქნევენ. ასევე, მელია ბათუმში არჩევნებზე ჩასული ვიხილეთ. სასტუმროდანაც კი ვერ ბედავდა გამოსვლას“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics