02:19 - 26 Jul, 2026
|
2022-04-06 10:33:25, 876 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰაიდი გრაუს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და მისი განვითარების საკითხები. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე თანამშრომლობისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანონ ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)