03:44 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 17:35:27, 814 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - რასაც ახლა ვხედავთ, არის სისასტიკე, პუტინს ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა აქვს

ის, რასაც ახლა ვხედავთ არის სისასტიკე, არის ომის მასშტაბები, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს და ეს უკიდურესი საშინელებაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო წესებისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა აქვს.

„ეს ომი იწვევს უკრაინელი ხალხის ტანჯვას, მაგრამ ამავდროულად ის ასევე საშიშია ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის საომარ ბუნებას, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესებისადმი პატივისცემის ნაკლებობას და ასევე ადამიანის სიცოცხლის ძირითადი უფლებების პატივისცემის ნაკლებობას. ის, რაც ხდება უკრაინაში რუსეთის მიერ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, ამან გამოიწვია ყოვლისმომცველი და ძლიერი პასუხი ნატო-ს ალიანსისგან. ჩვენ უზრუნველვყოფთ ნატო-ს მოკავშირეებს, მხარს ვუჭერთ უკრაინას და მრავალი წლის განმავლობაში მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ნატო-ს მოკავშირეებმა გაწვრთნეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, რომელთაგან ბევრი ახლა ფრონტის ხაზზეა და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძვის“, - განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics