|
2022-04-04 00:21:27, 1023 ნახვა
პოლიტიკა
მაკრონი - რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ბუჩაში ჩადენილი დანაშაულებისთვის
რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ბუჩაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. - ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. "კიევთან ახლოს განთავისუფლებული ქალაქ ბუჩადან ჩვენამდე მოღწეული სურათები აუტანელია. ქუჩებში ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა. მოკლული მხდალი და მშიშარა ადამიანების მიერ. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლთა მიმართ, ჩემი სოლიდარობა უკრაინელებთან. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის." - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა. რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული კიევის ოლქის ტერიტორიიდან უკვე ნანახი და გადმოსვენებულია 410 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. - ამის შესახებ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე განაცხადა. 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები. 2 აპრილის საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან. უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)