|
2022-04-02 23:14:59, 696 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე - როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, ჩვენი მხარდაჭერა სამაგალითოა
ამ პირობებში, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, ჩვენი მხარდაჭერა სამაგალითოა - სხვა ქვეყნები არ არიან იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ. თუნდაც მოლდოვა, სადაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, იცით, რომ არ უერთდება სანქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. „ყველა სხვა ქვეყანა, რომლებზეც ვსაუბრობთ, არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები. ანუ, ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ნატოს უსაფრთხოების ქოლგა გადაფარებული საკუთარ ქვეყნებზე და რომლებსაც აქვთ ევროკავშირის ეკონომიკური დაცვის ქოლგა - რამე თუ მოხდება, მათ იცავთ ნატო და ფინანსურად ეხმარება ევროკავშირი. ჩვენ არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირი. ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, არც ეკონომიკური გარანტიები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ გაეროში რეზოლუციის თანასპონსორები, ვართ თანაავტორები განცხადებისა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომელმაც ომის დამნაშავეები უნდა დაადგინოს. ამას ვაკეთებთ ამ პირობებში, როდესაც ბევრი სხვა სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ელჩის შესახებ გადაწყვეტილება უსამართლოა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)