04:54 - 26 Jul, 2026
|
2022-04-02 21:27:50, 832 ნახვა
პოლიტიკა
წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატმა 69% მიიღო, ენმ-ს კანდიდატმა – 31%
ცესკოს ინფორმაციით, ბათუმში საკრებულოს წევრის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, მათე ფუთკარაძემ ხმების 31% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ 69% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 20:00 საათისთვის ბათუმში საარჩევნო ოლქებზე სულ 10 578 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობა 51.3%-ია. დღეს, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)