05:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 10:30:29, 507 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი ადასტურებს, რომ ოკუპანტების ნაწილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან გაყვანილია

რუსი სამხედროების ნაწილი გაყვანილია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან. - ამის  შესახებ CNN-ი პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჯარების გაყვანა მას შემდეგ ხდება, რაც რუსი სამხედროების ნაწილმა  კიევის მახლობლად ტერიტორია დატოვა.

ობიექტი ოკუპანტების ხელში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში ჩავარდა, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე ჩერნობილში რუსი სამხედროების განლაგებამ შეშფოთება გამოიწვია. 

ცნობისთვის, 25 თებერვალს რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღო, შეტევა ბელარუსიდან შესულმა რუსულმა სამხედროებმა განახორციელეს და სადგურში მომუშავე ადამიანები მძევლად აიყვანეს. სადგურის აღების შემდეგ, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებს სამხედრო ბაზებად იყენებდნენ და ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემებთან გათიშეს.  21 მარტს კი, უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რადიაციის მონიტორებმა მუშაობა შეწყვიტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics