05:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 15:37:21, 941 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე - მარცვლეულის ექსპორტიც რუბლში უნდა დავიწყოთ

რუსეთმა უნდა გააფართოვოს მოთხოვნები რუბლის გადახდაზე, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ,მა გაანცხადა.

ვოლოდინის  განაცხადებით, რუსეთმა უნდა განიხილოს რუბლით გადახდის მოთხოვნა გაზის გარდა, ისეთი მარცვლეულის ექსპორტისთვის, როგორიცაა ხორბალი, სასუქი, ნავთობი, ხე-ტყე და სხვა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს,  ევროპას რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლით მოსთხოვა. მისი თქმით გადაწყვეტილება, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვას და სავალუტო გადახდების შეზღუდვას უკავშირდება.

პუტინის განცხადების შემდეგ, რუბლი დოლართან მიმართებით მკვეთრად გამყარდა, რამაც შეცვალა ომის დაწყების შემდგომ მიმდინარე გაუფასურების ტენდენცია.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე უარი განაცხადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics