|
2022-03-30 13:57:23, 652 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს“ შეუძლია
„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს“ შეუძლია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტშიც არიან პრორუსული პარტიები. „პრორუსული პარტიები სამწუხაროდ, ჩვენ პარლამენტშიც გვყავს. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუ ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში რაიმე რეაგირება შეიძლება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება. იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც. არის არაერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას ახორციელებს და აქაც სამწუხაროდ, კანონმდებლობა არის უძლური. მე მგონი, ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო მძიმეა, იმიტომ რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობენ, არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს აღწევენ, მათ ბევრად უფრო გავლენიანი მედია რესურსები აქვთ. შესაბამისად, ისინი სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს" შეუძლია", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)