|
2022-03-28 22:19:28, 943 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა დანილოვმა ის, რასაც თვეზე მეტია ვამტკიცებთ
რასაც ჩვენ თვეზე მეტია ვამტკიცებთ ფაქტებზე და რეალურ, რელევანტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, ის ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა სამწუხაროდ დანილოვმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მდინარაძის თქმით, მსგავსი მოწოდება მიზნად ისახავს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. „მან თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, უნდა შევეხიდოთ მათ და რუსეთმა აქ უნდა გადმოიტანოს ყურადღება. ჩვენ სოლიდარულები ვართ, შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე. ვუწევთ როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე პოლიტიკურად ყველა პლატფორმაზე, მათ შორის ჰააგასთან მიმართებაში თანაინიციატორი ვიყავით წინადადებისა რუსეთის წინააღმდეგ. ვუჭერთ მხარს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ის, რომ აქ უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩვენ დეოკუპაცია მოვახდინოთ ომის გზით, ეს არის მოწოდება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს, ამ ქვეყანას ჰქონდეს გამოუსწორებელი კატასტროფული შედეგები“, – განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)