|
2022-03-24 21:12:48, 1036 ნახვა
პოლიტიკა
G7-მა მოუწოდა OPEC-ს გაზარდოს ნავთობისა და გაზის მოპოვება, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს
G7-მა მოუწოდა OPEC-ის ქვეყნებს და ნავთობისა და გაზის სხვა მწარმოებლებს გაზარდონ ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიო ბაზარზე, რათა შემცირდეს დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთზე. - ამის შესახებ, ნათქვამია G7-ის სამიტის დასკვნით განცხადებაში, რომელიც დღეს ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში გაიმართა. „ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ. ამავდროულად, ჩვენ უზრუნველვყოფთ საიმედო ალტერნატიულ და მდგრად მიწოდებას და ვიმოქმედებთ სოლიდარობისა და მჭიდრო კოორდინაციის სულისკვეთებით, მიწოდების შესაძლო შეფერხების შემთხვევაში. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ვალდებულებას, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად შეწყვიტონ თავიანთი დამოკიდებულება რუსული გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე“, - ნათქვამია კომუნიკეში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)