|
2022-03-24 15:18:50, 703 ნახვა
პოლიტიკა
IPM კვლევა - გამოკითხულთა 57% მზადაა, შესაძლებლობის შემთხვევაში, უკრაინაში დასახმარებლად ჩავიდეს
კვლევითმა ორგანიზაცია „აიფიემმა“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა მოამზადა, რომელიც რაოდენობრივი მეთოდის ტექნიკით, სატელეფონო ინტერვიუების საფუძველზე ჩაატარა. შეკითხვაზე, „შესაძლებლობა რომ მოგცემოდათ, გაემგზავრებოდით უკრაინის რომელიმე ქალაქსა თუ ოლქში, რათა შეგეთავაზებინათ თქვენი დახმარება მათთვის?“ გამოკითხულთა 57%-მა გამოთქვა მზაობა, რომ დახმარების შესათავაზებლად გაემგზავრობს უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში, 43%-მა კი აღნიშნა, რომ არ გაემგზავრებოდა უკრაინის რომელიმე ქალაქსა ან ოლქში დახმარების შესათავაზებლად. ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე „რა ტიპის დახმარებისთვის წავიდოდა უკრაინაში?“ გამოკითხულთა 47.9% პასუხობს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას, რითიც შეძლებდა, მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვაზე მზაობას ჯამში 34% გამოთქვამს, აქედან 17% სამედიცინო/ფსიქო-სოციალურ, ხოლო 17% სამოქალაქომოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას ასახელებს. ამასთანავე, ამხედრო დახმარებისთვის გამოკითხულთა 10.6%-ია მზად, ხოლო დევნილებთან და ბავშვებთან დაკავშირებული დახმარებისთვის მზაობას, შესაბამისად რესპონდენტების 4.4% და 2.1% გამოთქვამს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)