07:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 10:57:12, 983 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს

ევროკავშირი აქტიურად განიხილავს, რუსეთს ნავთობის ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო.

ამის შესახებ, Reuters-ი იტყობინება.

სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბაიდენი ამ კვირაში ეწვევა ბრიუსელს, რათა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები.

”ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეხუთე რაუნდზე, მოსალოდნელია ბევრი ახალი სახელი,” - თქვა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით, რადგან ახალი სანქციების განხილვა პირად მოლაპარაკებებში გრძელდება.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების წინა ოთხმა რაუნდმა, არ შეცვალა კრემლის კურსი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასასრულებლად, რაც დასავლეთს აიძულებს კიდევ უფრო ძლიერი ნაბიჯების გადადგმას მის წინააღმდეგ.

თეთრმა სახლმა ადრე გამოაცხადა შეზღუდვების ახალი პაკეტი და განაცხადა, რომ სანქციების სია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ მოსკოვი არ დათმობს თავის მტაცებლურ მიზნებს.

მანამდე აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვეს რუსულ ნავთობზე, მაგრამ ევროკავშირმა ეს ნაბიჯი არ გადადგა. ამავდროულად, ევროკომისიამ შეიმუშავა გეგმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ეტაპობრივი გამორიცხვის შესახებ 2030 წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics