|
2022-03-19 14:09:25, 997 ნახვა
პოლიტიკა
რადიო თავისუფლება ასაჯაროებს დოკუმენტს, რომლითაც ღარიბაშვილმა ზურაბიშვილს სამუშაო ვიზიტზე უარი უთხრა
"რადიო თავისუფლება" საქართველოს მთავრობის განკარგულებას ასაჯაროვებს, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს სამუშაო ვიზიტზე უარი უთხრა. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა რომ სტანდარტული პროცედურის მიხედვით უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრემიერ-მინისტრისგან ითხოვა თანხმობა ევროპაში ოფიციალური შეხვედრების გასამართად. შეგახსენებთ, 14 მარტს, პრეზიდენტმა ვიზიტზე უარის თქმის მიღების შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა "რადიო თავისუფლებას" აცნობა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით პრემიერის აპარატში სულ (ინაუგურაციიდან დღემდე) გაგზავნილია 39 წერილი - აქედან 33-ზე თანხმობაა, 1-ზე უარი, 5 წერილი კი უპასუხოდ არის დარჩენილი. გთავაზობთ, "რადიო თავისუფლების" მოპოვებულ დოკუმენტს:
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)