09:27 - 26 Jul, 2026
|
2022-03-18 15:06:59, 801 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციას არ სურს ომი, მოვითხოვთ საქართველოდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხის საკნიდან საქართველოდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. ამასთან ექს-პრეზიდენტი ელის, რომ იგივე მოთხოვნას საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც დააყენებს. "ქართველ ხალხს და მათ შორის საქართველოს ოპოზიციას არ სურს ომი. ამავე დროს, მოვითხოვთ საერთაშორისო სამართლის განუხრელ დაცვას. მოვუწოდებთ 1999 წლის სტამბოლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ. ჩვენ ველით, რომ იგივე მოთხოვნას არაორაზროვნად დააყენებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც. ამის შემდეგ, დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას დავიწყებთ." - წერს სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)