13:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 14:03:51, 843 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვა - თუ უკრაინაში ომი გაგრძელდება, პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღით დაემუქრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებს ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქროს, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის წინააღმდეგობა რუსეთის შეჭრის შესახებ გაგრძელდება.

ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში, რომელსაც Bloomberg-ი ავრცელებს. 

„უკრაინის ტერიტორიის ნაწილის გახანგრძლივებული ოკუპაციით რუსულ ჯარებს ამუწირვა და მოდერნიზებული იარაღის არსენალის შემცირება ემუქრება. ხოლო ეკონომიკური სანქციები, სავარაუდოდ, რუსეთს ხანგრძლივ ეკონომიკურ „დეპრესიაში" და დიპლომატიურ იზოლაციაში მიიყვანს", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის დირექტორმა, გენერალ ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა. 

მისივე თქმით, უკრაინის დაუმორჩილებლობისა და ეკონომიკური სანქციების ერთობლიობა საფრთეს უქმნის „რუსეთის უნარს, აწარმოოს თანამედროვე, ზუსტი, მართვადი საბრძოლო მასალა".

მანვე დასძინა, რომ ვინაიდან და რადგანაც ეს ომი და მისი შემდგომი შედეგები ნელ-ნელა ანადგურებს რუსეთის ძალებს, რუსეთი, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად დაეყრდნობა თავის ბირთვულ იარაღს, რათა აჩვეოს ძალა შიდა და უცხოური აუდიტორიისთვის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics