13:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 00:51:35, 1031 ნახვა

მსოფლიო
დანილოვი კრემლის ბიუჯეტის შევსებაში ფრანგულ კომპანიებს ადანაშაულებს - ამ ფულით „რაშისტები“ ბავშვებსა და მოხუცებს კლავენ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში მიუღებელია, როდესაც ზოგიერთი ფრანგული კომპანია კვლავ რჩება რუსულ ბაზარზე და აგრძელებს რუსეთის ბიუჯეტის შევსებას, იარაღის შესაძენად და მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად.

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, საინფორმაციო ტელემარტონის ეთერში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: როცა ფრანგები რუსეთში ფულს შოულობენ, გადასახადებს კრემლის ბიუჯეტში იხდიან, რუსი „რაშისტები“ კი ყიდულობენ ტყვიებს, ყიდულობენ იარაღს, ყიდულობენ ჭურვებს და შემდეგ, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას - ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. ეს უბრალოდ მიუღებელია თანამედროვე სამყაროში!“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics