13:58 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 00:39:49, 904 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია გაეროს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია გაეროს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს. ამის შესახებ ალექსეი დანილოვმა „ტელემარტონის“ ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მოსკოვი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას არ აპირებს.

„არსებობს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც რუსეთის ფედერაცია ამბობს, რომ არ აპირებს მის შესრულებას. მაშინ მე მაქვს კითხვა - ამის შემდეგ, რა ესაქმება რუსეთის ფედერაციას გაეროს უშიშროების საბჭოში? იქნებ დროა მისი ამოწერა. იმ მიზეზით, თუ მას არ სურს დაიცვას ცივილიზებულ თანამედროვე სამყაროში არსებული წესები და ნორმები“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics