|
2022-03-16 17:36:23, 714 ნახვა
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს - იმედი მაქვს, იქნებით მსოფლიოს ლიდერი, რაც ნიშნავს, მშვიდობის ლიდერობას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს სიტყვით გამოვიდა და თავისი გამოსვლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართა. „თქვენს ქვეყანაში მშვიდობა აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ თქვენზე და თქვენს ხალხზე. ეს დამოკიდებულია შენს გვერდით მდგომებზე, მათზე, ვინც ძლიერია. ძლიერი არ ნიშნავს დიდს. პრეზიდენტო ბაიდენო, თქვენ ხართ თქვენი ერის ლიდერი. იმედი მაქვს, რომ თქვენ იქნებით მსოფლიოს ლიდერიც. იყო მსოფლიოს ლიდერი, ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი", - მიმართა ვოლოზიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისი ხალხი იბრძვის ევროპისა და მსოფლიოს ღირებულებებისთვის, ისევე როგორც საკუთარი, უკრაინის ღირებულებებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ემოციურ გამოსვლაში განაცხადა, რომ „ცხოვრებაში აზრს ვეღარ ხედავს", თუ არ შეუძლია თავიდან აიცილოს უკრაინელი ბავშვების სიკვდილი და ეს მისი, როგორც ქვეყნის ლიდერის, ყველაზე დიდი საზრუნავია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)