06:57 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-12 17:28:04, 1052 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია - ბელარუსმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალები განათავსა

ბელარუსმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალები განათავსა, თუმცა ქვეყანა აღნიშნულ ფაქტს „გეგმურ როტაციას“ უწოდებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, საუბარია 5 ტაქტიკური ბატალიონის განთავსებაზე, რომლებიც, ბელორუსული მხარის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებული არ იქნება.

როგორც ბელარუსის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ გულევიჩმა განაცხადა, ეს ძალები დაზვერვით, პატრულირებით და ობიექტების დაცვით არის დაკავებული. ისინი დავალებას ბელორუსულ მესაზღვრეებთან ერთად ასრულებენ.

„ძალების გადაადგილება არანაირად არ არის დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში შესაძლო მონაწილეობასთან“ - ამბობს გულევიჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics