12:37 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 13:48:15, 1046 ნახვა

პოლიტიკა
„მედიაზონის“ ჟურნალისტი დევიდ ფრენკებლი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

პეტერბურგელი ჟურნალისტი და „მედიაზონის“ ფოტოკორესპონდენტი, დევიდ ფრენკებლი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მისი მეუღლე, ვარვარა მიხაილოვა „ტვიტერზე“ წერს.

„საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 40 საათი გზაში ვიყავით, 2 დღე ველოდით მის გახსნას ზვავსაშიშროების შემდეგ. 8 საათი ვიდექით რუსეთის მხარეს, 14 საათი ველოდით ქართულ მხარეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს ქმარს, ჟურნალისტ დევიდ ფრენკელს აეკრძალოს საქართველოში შესვლა ფორმულირებით „სხვა მიზეზი“, - წერს ვარვარა მიხაილოვა.

როგორც თავად ფრენკელი წერს, მესაზღვრეებმა არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ და პასუხს „ზემოდან ელოდებოდნენ“, საბოლოოდ კი, უარი უთხრეს.

„მომწონს, საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ყველა გადაწყვეტილებას მესაზღვრეები ადგილზე იღებენ. 14 საათი სადაც რეკავდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ, ხანდახან ბოდიშსაც კი იხდიდნენ, რომ თვითონ არ იცოდნენ და პასუხს სადღაც ზემოდან ელოდებოდნენ. საბოლოო ჯამში უარყოფა“, - წერს თავად ჟურნალისტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics