02:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 14:02:10, 681 ნახვა

მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი - EU-მ რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესების ლიმიტს მიაღწია, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა,  ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების ლიმიტს მიაღწია.

„ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ საზღვრებს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics