01:21 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 10:05:08, 924 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორია ნულანდი - რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მკვდარია, არა მგონია, რომ ვინმემ ოდესმე გააცოცხლოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე,  განაცხადა, რომ „გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია“.

"ვფიქრობ, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“  ახლა მკვდარია, "არა მგონია, რომ ვინმემ ოდესმე გააცოცხლოს იგი." - განაცხადა ნულანდმა.

მისივე განცხადებით, გერმანიის ყოფილმა მთავრობამ უარი თქვა უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის მოწოდებებზე, შეეჩერებინათ ეს 11 მილიარდი დოლარის პროექტი. ოლაფ შოლცის ახალმა მთავრობამ ჯერ შეაჩერა გაზსადენის სერტიფიცირება, შემდეგ კი, როდესაც რუსეთმა უკრაინას შეუტია, გამოაცხადა, რომ სერტიფიცირება არ მოხდებოდა.

„ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ზემოქმედება გლობალურ ენერგომომარაგებაზე და თავიდან ავიცილოთ რუსეთის მიერ ენერგიის ექსპორტის იარაღი“, - თქვა ნულანდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics