|
2022-03-08 19:45:13, 699 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - უკრაინელები მზად არიან, რუსებს მთელი სიცოცხლე გაუწიონ წინააღმდეგობა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქეები მზად არიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში წინააღმდეგობა გაუწიონ უკრაინაში შეჭრილ რუსულ ჯარებს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები მზად არიან რუსებს მთელი სიცოცხლის მანძილზე გაუწიონ წინააღმდეგობა. იმ ქალაქებშიც კი, სადაც რუსი ოკუპანტები არიან, მათ მიიღეს სამართლიანი პასუხი მშვიდობიანი მოსახლეობისგან, რომელსაც იარაღი არ ჰქონდა. ასეთი გამბედაობა, ეს არის რაღაც. უპრეცედენტოა და რუს სამხედროებს არ აქვთ ეს გამბედაობა, ამ ხალხს დაუპირისპირდეს. პრობლემა ისაა, რომ ერთი უკრაინელი ჯარისკაცისთვის გვყავს 10 რუსი ჯარისკაცი, ხოლო ერთი უკრაინული ტანკისთვის - 50 რუსული ტანკი, მაგრამ ჩვენ მათ ვანგრევთ და ეს უფსკრული იხურება. საკითხავია რამდენ ხანს შევძლებთ დგომას? ბევრი რამ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დღეს უკრაინაში ომია, ხვალ კი ლიტვაში, შემდეგ პოლონეთში, შემდეგ გერმანიაში, შეიძლება იგივე განმეორდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)