|
2022-03-06 11:05:05, 835 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხი განვიხილეთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ზელენსკი "ტვიტერზე" წერს, მხარეებმა უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები განიხილეს. „მიმდინარე დიალოგის ფარგლებში მორიგი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. განვიხილეთ უსაფრთხოების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების საკითხები”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეების და პარტნიორების და კერძო ინდუსტრიის მიერ განხორციელებულ მიმდინარე ქმედებებს, რათა გაზარდოს რუსეთის ხარჯები უკრაინაში მისი აგრესიის გამო. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, კერძოდ, ის მიესალმა დღეს საღამოს Visa-სა და Mastercard-ის გადაწყვეტილებას რუსეთში მომსახურების შეჩერების შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ზრდის უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას უკრაინას და მჭიდროდ თანამშრომლობს კონგრესთან დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)