|
2022-02-23 20:51:54, 5023 ნახვა
სპეციალური ანონსი
შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, დუნია მიატოვიჩთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებიც ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს პოლიტიკა. „ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის. შეხვედრას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე - კლაუდია ლემი, კომისრის მრჩეველი - ოლენა პეტსუნი და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი - ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)