20:30 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 13:56:03, 490 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - უკრაინელები მადლობას გვიხდიან პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა

უკრაინელი ხალხი მადლობას გვიხდის 2 თებერვალს მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საერთოდ ეს კითხვები რომ ისმევა საქართველოში, მე მიმაჩნია ეს უკვე თავისთავად ოპოზიცის ნაწილის მხრიდან წამოსულ თვითგვემის პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, უკრაინელი ხალხი ჩვენ მადლობას გვიცხადებს იმ რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან,  პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინას გვერდით დაუდგება.

„რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. ზელენსკის განცხადებას თუ დააკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზა უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics