20:29 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 13:22:00, 522 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი და ოცნება ქვეყნის გამთლიანებაა

დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება ქვეყნის გამთლიანებაა, ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის განმტკიება და აღდგენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრა აღნიშნა, საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომელიც იუნკრების იყო.

„ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, იუნკრებმა თავი გაწირეს საკუთარი სამშობლოს დაცვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ვერ შეაჩერეს ის უზარმაზარი „წითელი არმია“, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა.

გზა თავისუფლებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, სიმშვიდეზე და ჩვენი ერის გაერთიანებაზე. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომელიც იუნკრების იყო,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics