10:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 11:13:54, 707 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით საოჯახო სასტუმრო „შოვი აპოლონი“ ფართოვდება

„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, შოვში საოჯახო სასტუმრო „აპოლონი“ ფართოვდება.

„თავდაპირველად, ბიზნესი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დავიწყეთ. შემდეგ, გაგვიჩნდა სურვილი, კიდევ უფრო გავფართოებულიყავით. ამ მიზნით, დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და პარტნიორობის ფარგლებში განვავითარეთ ბიზნესი. დღეს ჩვენი საქმიანობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში და კურორტ შოვში, 2 საოჯახო ტიპის სასტუმროსა და 4 კოტეჯს აერთიანებს და 50-მდე დამსვენებელს მასპინძლობს. ნაძვნარი, სუფთა ჰაერი, არაჩვეულებრივი ბუნება და სრული კომფორტი - აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დამსვენებელმა დრო მყუდროდ და კომფორტულად გაატაროს“, - აცხადებს „შოვი აპოლონის“ დამფუძნებელი, მარინე გოშაძე. 
„საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ 2017 წლიდან, გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ „შოვი აპოლონის“ განვითარებას. სასტუმრო სამომავლოდ გეგმავს კიდევ გააფართოვოს ქსელი, რაც გვჯერა, დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკაზე და გაზრდის დასაქმებულთა რიცხვს. „საქართველოს ბანკი“ ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას“,- აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics