21:55 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-20 13:42:58, 1094 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია - XX საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრების აზრით, XX საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. ამის შესახებ, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარებულ ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე იქნა ნათქვამი.
სხდომა გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ; როგორც მომხსენებელმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, -„როდესაც ვსაუბრობთ ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმებზე, მხედველობაშია ქართული ფილოსოფიური სკოლა; ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რომელიც აწუხებს ნებისმიერ ერს. ჩვენ უნებლიედ ვართ გეოპოლიტიკაში ჩართულები და ამისგან დისტანცირებას ვერასოდეს ვერ მოვახდენთ. ეს არის გარკვეული ერის ინტერესების გატარება კონკრეტულ რეგიონში. მაგალითისთვის ავიღოთ რუსეთი, რომელიც მადნეულის და წიაღისეულის ულევი წყაროა და მისი ინტერესი დიდ ბრიტანეთს აქვს, ასევე ამერიკასაც.
XX საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. - ხაზგასმით აღინიშნა სხდომაზე. 
მათი აზრით მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა გეოპოლიტიკური სკოლები, რომელთათვისაც საერთოა იმპერიალისტური სკოლა და იდეოლოგია, ეს იქნება ინგლისური, ამერიკული, ფრანგული თუ სხვა.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიუჯეტი 2017 წელს 4 მლნ. ლარზე მეტი იყო. აქედან, ყველაზე მეტი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა (2,215,246 ლარი).

2012 წელს მეცნიერებათა აკადემიის ბიუჯეტი (ფონდების გარეშე) 3 მლნ.100 ათასი ლარი იყო.

დღეს მეცნიერებათა აკადემიაში 59 აკადემიკოსი და 31 წევრ-კორესპონდენტია. აკადემიკოსის სტატუსი სამუდამოა და ისინი ამ სტატუსის გამო ცხოვრების ბოლომდე იღებენ ხელფასს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics