23:28 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 14:13:15, 829 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - თუ ბადრი ჯაფარიძე დროს „მარშალის გეგმაზე” არ დახარჯავს და არ აჰყვება „ნაცმოძრაობას” გამარჯვების შანსი აქვს

პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძეს რუსთავს საარჩევნო ოლქში გამარჯვების შანსი ექნება, თუ  ის დროს „მარშალის გეგმაზე” არ დახარჯავს და  „ნაცმოძრაობას” არ აჰყვება.

ამასთან, ხვიჩიას განცხადებით, ჯფარიძემ ხაზი იმ უსამართლობას უნდა გაუსვას, რაც მის პარლამენტიდან გაშვებას უკავშირდება.

„დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე“ და სხვა უცნაურ რაღაცებზე, ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აყოლაზე. ხალხის დაინტერესება რითაც შეიძლება, ეს არის უსამართლობის ჩვენება. თუ ეს გამოუვა, მგონი, დეპუტატობის შანსი აქვს. „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერების გარეშე შუალედური არჩევნების მოგება გაუჭირდება, მაგრამ იმისთვის, რომ სხვა მხარდამჭერებიც მოიპოვოს, ხაზი მის ერთობას კი არ უნდა გაუსვას, არამედ იმ უსამართლობას, რაც პარლამენტიდან მის გაშვებას უკავშირდება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics