22:07 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 10:38:31, 780 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - შეტევით ოპერაციებს არ ვგეგმავთ, რუსეთმა ცეცხლის შეწყეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ოკუპირებული დონეცკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან შეტევითი ოპერაციები არ იგეგმება. 

„ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ მინსკის შეთანხმებას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სასამართლოს ნორმებს, არ გეგმავენ შეტევით ოპერაციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. ჩვენ ქმედებები არის თავდაცვითი", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ვალერი ზალუჟნი აღნიშნავს, რომ 17 თებერვლის 19:00 საათისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყეტის რეჟიმ 47-ჯერ დაირღვა, მათგან 38 მინსკის შეთანხმებით აკრძალულ შეიარაღებას ეხება.

„მტერმა იერიში მიიტანა სოციალურ ინფრასტრუქტურაზე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრა. ამავდროულად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით, რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ", - აცხადებს ძალების მთავარსარდალი. 

ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ნებისმიერი ზიანი, რომელიც შესაძლოა ადამიანებს ან ინფრასტრუქტურულ ობიექტების მიადგეთ, პროვოკაციაა, რომელზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics