20:48 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 16:27:24, 837 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი - ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანას ვერ ვხედავთ, ამაზე მხოლოდ გვესმის

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ჯარების ნაწილი უკრაინის საზღვრის დატოვებას იწყებს. 

როგორც ვლადიმერ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინა ჯერჯერობით ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანას და ამის შესახებ, მხოლოდ ესმის. 

„სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვრეაგირებთ რეალობაზე, რაც არის და ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ ჯარების გაყვანას, ჩვენ მხოლოდ გვემის ამის შესახებ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნებისმიერ მუქარაზე უკრაინის მხრიდან მშვიდი რეაგირებაა და ყველა ნორმალური ადამიანი, დეესკალაციის მოლოდინშია. 

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ნებისმიერ მუქარაზე მშვიდად ვართ, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ყველაფერი გუშინ დაწყებული არაა და უკვე მრავალი წელია გრძელდება", - დასძინა პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ყირიმში სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარისკაცები მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან. ამასთანავე, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები მუდმივი განლაგების ადგილზე, უკრაინის საზღვართან სწავლების სერიის დასრულების შემდეგ, ბრუნდებიან. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics