|
2022-02-16 13:52:21, 790 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ელჩი საქართველოში - ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს
არც უკრაინამ და არც საქართველომ უარი არ უნდა თქვას მისწრაფებებზე, რომ ჩვენ ვიყოთ ნატო-ში - ამ განსაცდელის ჟამს, ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა უკრაინის ერთიანობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, მეგობრებთან, მათ შორის, საქართველოსთან ერთიანობით უნდა გაეწიოს წინააღმდეგობა აგრესიას და მუქარას და განაცხადა, რომ „ძალა ერთობაშია“. „სამწუხაროდ, დღეს შევიკრიბეთ არასახარბიელო ამბავთან დაკავშირებით, მაგრამ მოხარული ვართ, რომ დღეს ერთად ვართ. დღეს ჩვენ ომს დაგვპირდნენ, მაგრამ ომი არ არის, რატომ არ არის?! იმიტომ რომ ყველანი ერთად ვართ. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინსტროსი, საელჩოსი უკრაინაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორი დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომ 16 თებერვალი გამოცხადებულიყო ერთიანობის დღედ. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ერთიანობა, არამედ ერთიანობა ჩვენს მეგობრებთან, თქვენთან ერთად, ძვირაფო ქართველო ხალხო. ამით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა აგრესიას და მუქარას, როგორც საქართველოს გერბზეა - ძალა ერთობაშია“, - განაცხადა ელჩმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)