|
2022-02-15 10:13:05, 781 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა მზადყოფნა გამოთქვეს, რუსეთს მძიმე შედეგები დაუწესონ, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შორის, უკრაინის საკითხზე, სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც BBC წერს, 40-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს, ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის და შეთანხმების მიღწევა, შესაძლებელია. ამასთან, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერ მორიგ შეჭრას უკრაინაში მოჰყვება გაჭიანურებული კრიზისი რუსეთისთვის და გრძელვადიანი ზიანი, როგორც რუსეთისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურეს და მზადყოფნა გამოთქვეს, დაუწესონ რუსეთს სერიოზული შედეგები, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)