|
2022-02-12 14:20:31, 860 ნახვა
მსოფლიო
პროვოკაციის შიშით რუსეთმა უკრაინიდან საელჩოსა და საკონსულოების პერსონალი გაიყვანა
რუსეთმა უკრაინაში საელჩოსა და საკონსულოების პერსონალის ოპტიმიზაცია მოახდინა, „კიევის რეჟიმის ან მესამე ქვეყნების შესაძლო პროვოკაციების შიშით“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „კიევის რეჟიმის ან მესამე ქვეყნების შესაძლო პროვოკაციების შიშით, ჩვენ რეალურად მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის საგარეო მისიების პერსონალის გარკვეული ოპტიმიზაციის შესახებ. თქვენს ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი საელჩოები და საკონსულოები განაგრძობენ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებას“, - განაცხადა ზახაროვამ. მან გაიხსენა, რომ ინფორმაცია რუსი დიპლომატების ევაკუაციის შესახებ პირველად გაჩნდა The New York Times-ში მიმდინარე წლის იანვარში. ზახაროვას თქმით, „ამ ჩაყრის“ მიზანი იყო „საინფორმაციო საფარის შექმნა“ აშშ-სთვის და სხვა ქვეყნებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)