12:36 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 14:58:38, 683 ნახვა

საზოგადოება
საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ  განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა.

კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც  ახალი პირობებით გაცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით. 

კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს იმ საპროცენტო განაკვეთზე, რომელსაც პენსიონერები პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე იღებენ.

კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს. 

ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც უზრუნველყოფს პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას. 

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.

უწყებათაშორისი კომისია მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 28 ივლისს შეიქმნა. კომისიამ ინტენსიურ რეჟიმში იმუშავა  პენსიის, სხვადასხვა სახის სახელმწიფო კომპენსაციისა თუ დახმარების დარიგების არსებული სისტემის შესწავლის, ასევე ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და ანალიზის მიზნით და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი საკონკურსო პირობები შეიმუშავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics