|
2022-02-10 20:44:27, 2337 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - წესით, მომდევნო კვირიდან ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს
„საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია ეს პიკი, მაგრამ ახლა პიკში ვართ. იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში სავარაუდოდ, შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით იმავე ფარგლებში შენარჩუნდება, პლუს/მინუს 10%, თუმცა ამის ზუსტად პროგნოზირება მედიცინაში შეუძლებელია. „ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და ძალიან გვინდა, რომ სწრაფად გადავიაროთ ეს პიკი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია ეს პიკი, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში იმ რიცხვებით, რაც არის ყოველდღიურად. ამ კვირის განმავლობაში ალბათ შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს, დაახლოებით იმავე ფარგლებში, პლუს/მინუს 10% და დიდი ალბათობით, უკვე იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს, თუმცა, მოგეხსენებათ, პროგნოზირება მედიცინაში უმადურია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ „კურიერთან“ საუბარში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)