|
2022-02-10 14:42:24, 707 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
რუსეთმა 20 წლის განმავლობაში პირველად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მედიის ინფორმაციით, მიზეზი მსოფლიოს მხრიდან, უკრაინასთან დაკავშირებული კრიტიკის გარდა, კორონავირუსის გამო არსებული რეგულაციები გახდა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, მოსკოვი უკმაყოფილოა, რომ გერმანიაში ჩასულმა დელეგაციამ 6 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციის წევრები ევროკავშირში არაღიარებული ვაქცინით არიან აცრილი. საერთაშორისო უსაფრტთხოების საკითხებში პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ტრადიციულ შეხვედრას, რომელიც 18-20 თებერვალს, მიუნხენში გაიმართება, სავარაუდოდ, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამილა ჰარისი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურები დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)