16:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 12:11:42, 558 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - ვერ ვხედავთ მიზეზს, ვუპასუხოთ აშშ-ის იდეებს ახალ სანქციებთან დაკავშირებით

რუსეთი ვერ ხედავს მიზეზს, უპასუხოს ამერიკის შეერთებული შტატების იდეებს ახალ სანქციებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრე პანკინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დიდი ხანია ყველასთვის ნათელია, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა დაკარგეს შეხება რეალობასთან, ისინი ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის მიმართ საკუთარი ფობიების სფეროში, ახორციელებენ ობსკურანტისტულ გეგმებს რუსეთის შეკავების ყველა ფრონტზე ნებისმიერი მიზეზით და მიზეზის გარეშე“, - განაცხადა დიპლომატმა ინტერვიუში.

ცნობისთვის, იანვრის ბოლოს აშშ-ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პროექტი წარადგინა. კერძოდ, ის ითვალისწინებს ზომებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის, მოპოვების ინდუსტრიის, მინიმუმ სამი ფინანსური ინსტიტუტის, სახელმწიფო ვალის, პრეზიდენტისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics