03:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 01:25:00, 953 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ, ის ჰოსპიტალიზებულია

უკრაინაში, კიევში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მრჩეველსა და საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, ადეიშვილი 4-მა პირმა სცემა. პოლიციასა და პროკურატურაში წყაროზე დაყრდნობით, ისინი მომხდარს საქართველოში მის მოღვაწეობას უკავშირებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ადეიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოში იმყოფება. სამართალდამცავების განცხადებით, ამჟამად თავდამსხმელების ვინაობას ადგენენ, რის შემდეგაც საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭება.

ადეიშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ჰოსპიტალიზებულია და ექიმების ყურადღების ქვეშ იმყოფება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics