|
2022-02-01 13:00:48, 482 ნახვა
პოლიტიკა
ლონდა თოლორაია - ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას, რაც მიღწეულია
ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლის მიზანს. ეს მიზანი, პრინციპში, მიღწეულია. - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა. ამასთან ინსპექტორი იმედს გამოთქვამს რომ, საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოთხოვნილი დროებითი ღონისძიება შეჩერდება, რომელიც სამსახურის გაყოფას ითვალისწინებს. "ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას. ეს მიზანი, პრინციპში, მიღწეულია, იმიტომ, რომ 1 მარტიდან კნონის საფუძველზე იცით, რომ მე აღარ ვარ სახელმწიფო ინსპექტორი. ჯერჯერობით ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოდან არ შეგვხმიანებიან, რომ რაიმე სხდომა ჩაინიშნა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სხდომა ჩაინიშნება 1 მარტამდე. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს ასევე დროებითი ღონისძიება, რომ შეჩერდეს ამ ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაყოფას და ამ ორი სამსახურის ორი ახალი ხელმძღვანელის არჩევას, იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და როგორც კი დაასრულებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საკანონმდებლო ფუნქციონირებს, ჩაანაცვლებს მას ორი ახალი სამსახური" , - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)