|
2022-01-31 19:21:08, 862 ნახვა
საზოგადოება
ახალი ხედვის მაღალი ხარისხის სუპინატორები
არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი,გენეტიკური ფაქტორები, სიმძიმეების ტარება და პროფესიები, რომლებიც ფეხზე დიდხანს დგომას მოითხოვს - ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზებია. თუმცა, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა - სტატიკური ბრტყელტერფიანობაა ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. ამ პრობლემის დროს ტერფი დეფორმირდება და ამორტიზაციის უნარს კარგავს. ბრტყელტერფიანობის მართვა შესაძლოა კომპლექსური მეთოდით - ფიზიოთერაპიით, ბალნეოთერაპიით, მედიკამენტური თერაპიით და სამკურნალო ფიზკულტურით. მკურნალობის პროცესში ამ პროცედურებთან ერთად უმნიშვნელოვანესია ღაბაშების ტარება. ორთოპედიულ ღაბაშებს გამოიყენებენ მკურნალობისა და პროფილიქტიკის მიზნით. სუპინატორი ვენებში სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებასაც აქრობს. კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში მზა ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარ და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. პროდუქტების სანახავად ეწვიეთ "ახალი ხედვის" ვებგვერდს. როგორ ხდება ინდივიდუალური ღაბაშების დამზადება? კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მყარი და მზა სუპინატორების გარდა, ინდივიდუალური ღაბაშების დამზადების სერვისსაც სთავაზობს. ეს პროცესი ხდება სამედიცინო ჯგუფის ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრში, რომელიც თბილისში ორი, ხოლო ქუთაისში ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი. ტერფის დიაგნოსტიკა იგივე პლანტოგრაფია მოიცავს ბაროპოდომეტრიულ კვლევასა და სკანირებას, რაც ნიშნავს, რომ ექიმი ტერფს აფასებს როგორც სიარულის დროს, ასევე უძრავ მდგომარეობაში. დიაგნოსტიკის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი და მზადდება უშუალოდ პაციენტზე მორგებული ღაბაში. ”ახალი ხედვის” ტერფის კლინიკაში კვლევა ტარდება უახლესი თაობის ,Diasu-ს ბრენდის იტალიური აპარატურით, ღაბაშიც ამავე ბრენდის დანადგარზე მზადდება. დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას,დაინტერესების შემთხვევაში კი დაუკავშირდით: 032 218 25 38
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)