08:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 20:54:26, 845 ნახვა

პოლიტიკა
მოძრაობა „დროა“-მ უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია შექმნა

ქართულმა ოპოზიციურმა პარტია „დროა“-მ უკრაინის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნა.

პარტია მოსახლეობას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, პეტიციის შევსებისკენ მოუწოდებს.

„ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე;

ასევე ვაცხადებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია... მივიჩნევთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი;

მივიჩნევთ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ასევე, ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა;

სოლიდარობას ვუცხადებეთ მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს...

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძონ და გააძლიერონ საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics