|
2022-01-27 12:14:37, 595 ნახვა
პოლიტიკა
NDI - მოსახლეობის 49%-სთვის ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობა, 42%-სთვის ფასების ზრდა, 23%-სთვის კი სიღარიბეა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობა (49%) და ფასების ზრდა/ინფლაციაა (42%). კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23% ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად სიღარიბეს ასახელებს, 21% დაბალ ხელფასებს, 14% კი, ლარის გაუფასურებას. ამავე კვლევაში, მოსახლეობის 10% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა კორონავირუსია, 8%-სთვის მაღალი გადასახადები, 5%-სთვის კი, მაღალი ფასები საწვავზე. კორუფციასა და ნეპოტიზმს მოსახლეობის 3% ასახელებს, სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას კი, 2%. აღნიშნული კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)