18:17 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 13:43:41, 730 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

„ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დავიწყეთ. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და უკვე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. თელავის ქუჩამდე მოძრაობა გადაკეტილია და მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა. წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, წყალარინების ქსელი სრულად მოწესრიგდება. გამზირზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო - ჩავარდნილი იყო მონაკვეთები და დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. არის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც ადამიანი ფიზიკურად ვერ გაივლის, ისე დავიწროებულია ტროტუარი და იმდენად ცუდ მდგომარეობაშია. გამზირი სრულად მოწესრიგდება თავისი გარე განათებებით და ტროტუარით. ასევე, განთავსდება საავტობუსე ზოლები და მიწისქვეშა ურნები, სადაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. ეს პირველი მონაკვეთი ოთხ თვეში დასრულდება, შემდეგ კი უკვე გადავალთ სამუშაოების მეორე ნაწილზე. მთლიანობაში გამზირის რეაბილიტაცია რვა თვეში უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შესრულდება.

პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი, გამოიყოფა საავტობუსე ზოლი და მოეწყობა ველობილიკი.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics