|
2022-01-24 13:30:48, 798 ნახვა
პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - რუსეთის აგრესია კონცენტრირებულია უკრაინაზე, თუმცა მისი მავნე საქმიანობა ვნახეთ საქართველოშიც
რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოსა და უკრაინას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც სენატორი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რუსეთის აგრესია და მისი მავნე საქმიანობა უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება. „რუსეთის აგრესიის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია უკრაინაზე, მაგრამ მისი მავნე საქმიანობა, რომელიც უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი ქვეყნით. ჩვენ ვნახეთ პუტინის საშიში ქცევა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში. რუსეთის მხრიდან განახლებული აგრესიის ფონზე, ჩვენს არსენალში უდიდესი რამ ის არის, რომ პუტინს გამარჯვებაზე უარი ვუთხრათ ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებით როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მე მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული უთანხმოება და გამოიყენონ ეს მომენტი და გააერთიანონ თავიანთი ქვეყნები საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აცხადებს სენატორი შაჰინი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)