|
2022-01-22 15:21:04, 1222 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ აქტიურად იმუშავებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად - პარტიის განცხადება
პარტია ,,დროა'' უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ უკრაინა ზუსტად იმ საფრთხის წინაშე დგას, რაც 2008 წელს საქართველოს დაემუქრა. პარტია განცხადებაში იმ მიზეზებზე საუბრობს თუ რატომ არის მნისვნელოვანი უკრაინის სახელმწიფოს თანადგომა. "ჩვენი ქვეყნების უახლესი ისტორიის მსგავსების გამო, დღეს საქართველოს მომავალიც უკრაინაში წყდება ისევე, როგორც უკრაინის მომავალი წყდებოდა საქართველოში 2008 წელს; დროა აღნიშნავს რომ მაშინ როდესაც რუსეთი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, გულშემატკივართა რიგებში არც დასავლეთი და არც უკრაინა აღარ იქნება. "მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ უკრაინისგან დისტანცირებას საქართველოსთვის არ მოაქვს მშვიდობა, იგი უბრალოდ გვაცხოვრებს დროებითი მშვიდობის ილუზიაში. რეალურად კი დღეს ჩვენი სიჩუმე უკრაინის საკითხზე და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება ნიშნავს იმას, რომ ხვალ, როდესაც რუსეთი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ჩვენს გულშემატკივართა რიგებში არ იქნება არც დასავლეთი და არც უკრაინა და ჩვენ, როგორც არაერთხელ ჩვენს ისტორიაში, ისევ მარტო დავრჩებით რუსული ოკუპაციის წინაშე. პარტია „დროა,“ როგორც დემოკრატიული და ევროატლანტიკური იდეალების ერთგული ძალა, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ურთიერთობის დაზიანება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და უკრაინასთან, საქართველოს რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. რთული წარმოსადგენია, მთავრობის წევრები ამას ვერ აცნობიერებდნენ. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართულად ხორციელდება. თუმცა საქართველოს მთავრობის პასიურობა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ქართველმა ხალხმა ვერ გამოხატოს თავისი სოლიდარობა მოძმე უკრაინის მიმართ და ვერ მიაწვდინოს თავისი ხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ აუცილებელია, უკრაინას სახელმწიფო და ჰუმანიტარულ დონეზე ყოველმხრივ დავუდგეთ გვერდით. „დროა“ სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად აქტიურად იმუშავებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინასთან ბმაში საქართველოს ეროვნული ინტერესების კვლავ წამოსაწევად საერთაშორისო მასშტაბით", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)