20:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-19 12:19:39, 796 ნახვა

საზოგადოება
ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს 23:00 საათიდან 20 იანვრის 13:00 საათამდე, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. - ამის სესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ვახტანგ გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. ამასთანავე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდის მიმართულებით.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გადაადგილება თავისუფალი იქნება გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ღვინის აღმართის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის საშუალებით შეძლებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები - N31, N50, N71, N80, N102, N301, N344, N345 ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან სვლას კოტე აფხაზის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; მიკროავტობუსი - N108 გორგასალის ქუჩიდან მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებს, რის შემდეგაც, ბარათაშვილის ქუჩისა და ხიდის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდება და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვევით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს, რის შემდეგაც, გადაადგილდება უკვე არსებული მარშრუტით.

N140 მიკროავტობუსის მარშრუტი ცვლილებას განიცდის წმინდა ბარბარეს უბნის მიმართულებით მოძრაობისას. მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით გადაადგილდება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics